ფეხბურთი

0:59 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაბედავამ პოლონეთში გაიტანა (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 36-ე ტურში გიორგი გაბედავამ გოლის გატანა მოახერხა. სოსნოვიცის „ზაგლებიემ“ „კორონას“ უმასპინძლა, თავიდან 0:2 მარცხდებოდა, მერე გაათანაბრა და ბოლოს მაინც წააგო 2:4.

56-ე წუთზე მასპინძლებმა გაბედავას გოლით გაათანბრეს, რომელიც უდოვიჩიჩის პასით ხელსაყრელ პოზიციაში დარჩა და გატანა არ გასჭირვებია. ეს 29 წლის ფორვარდისთვის მე-13 მატჩში მე-3 გოლი გამოდგა. გაბედავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი ივანიშვილი თადარიგში დარჩა.

„კორონას“ რიგებში 64-ე წუთამდე ითამაშა ვატო არველაძე, რომელმაც პირველ გოლში მიიღო მონაწილეობა - ცებულამ მას შემდეგ გაიტანა, რაც ჩვენებურმა იაქტიურა შეტევაში.

სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე “ზაგლებიე“ 28 ქულით ბოლო ადგილზეა დაგავარდნილია, ხოლო „კორონას“ 47 ქულა აქვს და მომავალ სეზონშიც ექსტრაკლასაში ვიხილავთ.

აქვე გეტყვით, რომ დღესვე, გიორგი მერებაშვილმა ბრწყინვალე გოლით "ვისლას" სამი ქულა მოუტანა.

0.129116