ჩოგბურთი

0:17 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ საწყისი ბარიერი დასძლია

პორტუგალიურ ობიდოსში სტარტი აიღო საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

შეჯიბრში ორ ქართველ გოგონას უნდა ეთამაშა, თუმცა, თუმცა, მარიამ ბოლქვაძე კორტზე ტრავმის გამო ვერ გავიდა, სოფო შაფათავამ კი წარმატებული სტარტი აიღო.
შაფათავა საწყის რაუნდში მე-6 ნომრად განთესილ ჩეხ მონიკა კილნაროვას გაეჯიბრა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა – 6:2, 6:3.
თუ ვინ იქნება მერვედფინალში ჩვენებურის მეტოქე დღეს გაირკვევა, როდესაც კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – ბულგარელი პეტია არშინკოვა პორტუგალიელ მარიანა კამპინოს ეთამაშება.
წყვილთა შეჯიბრში შაფათავასა და ბრიტანელ ემილი ვებლი-სმითს, რომელთაც გასულ კვირაში სწორედ ობიდოსში გამართული ტურნირი მოიგეს, მე-3 განთესვა გააჩნიათ. სასტარტო წრეში ისინი რუს შალიმოვასა და ბელარუს ტალბის გაეჯიბრებიან.
ამერიკულ ნეიპლსში 15-ათასიანი ტურნირის პირველ შეხვედრაში კვალიფიკაციიდან გამოსულ კანადელ ლუიზ კვონგთან დაპირისპირება ელის მე-4 განთესვის მქონე სალომე დევიძეს.
წყვილთა თანრიგში დევიძესა და ამერიკელ ალისია პარკსს პირველი განთესვა აქვთ. მათ მერვედფინალში მასპინძლები კრუეგერი და იუ 6:3, 6:2 დაამარცხეს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.

0.120297