საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში თბილისში, „ვიტ ჯორჯიამ“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა.
„ვიტ ჯორჯია“ ამ შეხვედრას სამმატჩიანი წაგებათ სერიით შეხვდა და სურდა წარუმატებელი სერია დაესრულებინა, მაგრამ ვერ შეძლო. „სიონი“ კი ჩინებულად თამაშობს და ჯერჯერობით გასავარდნ ზონასთან დიდი უპირატესობითაა დაცილებული.
„სიონმა“ მორიგი გამარჯვება 87-ე წუთზე დავით კირკიტაძის გოლით მოიპოვა, რომელიც მასპინძელთა მცველის უყურადღებო თამაშს მოჰყვა. ამასობაში „სიონი“ 20 ქულით მეხუთე ადგილზე აღზევდა, ხოლო „ვიტ ჯორჯიამ“ ზედიზედ მეოთხედ წააგო, 11 ქულა აქვს და მერვე პოზიციაზეა.
„ვიტ ჯორჯია“ – „სიონი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 კირკიტაძე (87)