ფეხბურთი

18:17 | 14.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონმა ლიდერობა დაიბრუნა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტური წყალტუბოში, ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „საბურთალოს“ მატჩით დაიწყო. ბუნებრივია, ეს დაპირისპირება ტურის გამორჩეული მატჩია და მოლოდინი გაამართლა.

„ტორპედოში“ სერიოზული ფინანსური პრობლემებია, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში მოქმედ ჩემპიონს გადაასწრებდა და მოტივაცია შესაბამისად, დიდი იყო. თავის მხრივ, „საბურთალოს“ ბოლო სამ ტურში ორი წაგება ჰქონდა და შეცდომის უფლება აღარ ჰქონდა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი უფრო კონცენტრირებული იყო და საბოლოოდ, საწადელსაც მიაღწია. ალთუნაშვილისა და შინდაგორიძის გოლებს აზაცკის ავტოგოლიც დაემატა. საპასუხოდ, ქუთათურთა ორივე ფორვარდმა, ბუდუ ზივზივაძემ და თორნიკე კაპანაძემ გაიტანეს, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.

„საბურთალომ“ 27 ქულა დააგროვა და გალიდერდა. ყოველშმეთხვევაში იქამდე, სანამ ბათუმის „დინამო“ თავის შეხვედრას ჩაატარებს. „ტორპედო“ კი 3 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩა.

„ტორპედო“ – „საბურთალო“ 2:3 (1:2)

გოლები: 0:1 ალთუნაშვილი (8), 1:1 ზივზივაძე (32), 1:2 შინდაგორიძე (37), 1:3 აზაცკი (56, ა.გ), 2:3 კაპანაძე (60)

0.127796