სხვა

19:47 | 13.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს პირველობა პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში

ნინო სალუქვაძის ტირში დასრულდა საქართველოს პირველობა პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, რომელშიც ძალები სცადეს ქუთაისის გუნდმა და თბილისის კლუბებმა - "ტირი ნინო სალუქვაძე" და სკა.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, შეჯიბრება ჩატარდა ქალებსა და ვაჟებს შორის ორ ასაკობრივ კატეგორიაში - უფროსებსა და ახალგაზრდებში. გაიმართა როგორც საკვალიფიკაციო, ასევე ფინალური ეტაპი.

ქალთა შეჯიბრში სამეული ასე დაკომპლექტდა:

1. ლიზი კილაძე (ქუთაისი) - 231.4
2. მარიამ ღვინიაშვილი (თბილისი) - 230.2
3. ნინო ხუციბერიძე (ქუთაისი) - 203.0

გოგონებში პირველი ადგილის ბედი დამატებითი მაჩვენებლებით გადაწყდა: მარიამ მარშავამ (მწვრთნელი: თამილა ასათიანი) ბოლო სერიაში უკეთ ისროლა და ამით აჯობა ვიქტორია ქებაძეს (მწვრთნელი: დინა კულჩიცკაია-ბერძენიშვილი). აღსანიშნავია, რომ ორივე სპორტსმენი 2006 წელსაა დაბადებული. მესამეზე მარიამ ომსარაშვილი გავიდა (მწვრთნელი: თამილა ასათიანი). სამივე სპორტსმენი ნინო სალუქვაძის ტირის წევრია.

1. მარიამ მარშავა - 347 (88, 83, 85, 91)
2. ვიქტორია ქებაძე - 347 (81, 88, 89, 89)
3. მარიამ ომსარაშვილი - 343 (85, 88, 85, 85)

ვაჟებში საქართველოს პირველობის გამარჯვებული სკა-ს წევრი ვლადიმერ მაიოროვი გახდა, ვინც ფინალში მეოთხე შედეგით შევიდა, სამაგიეროდ, იქ გამოსვლა 234.6 ქულით დაასრულა და გაუსწრო ახალგაზრდული ნაკრების ლიდერ აკაკი მოსულიშვილს. მესამეზე სკა-ს კიდევ ერთი წევრი ბესიკ სირაძე გავიდა.
1. ვლადიმერ მაიოროვი (სკა) - 234.6
2. აკაკი მოსულიშვილი (ტნს) - 229.8
3. ბესიკ სირაძე (სკა) - 208.5

ბიჭებში ასეთი შედეგები დაფიქსირდა:
1. დაჩი გოდუაძე (სკა) - 353 (86, 91, 89, 87)
2. ლაშა შავშიშვილი (ტნს) - 346 (85, 87, 84, 90)
3. ლუკა ხუციშვილი (ტნს) - 346 (85, 83, 93, 85)

საქართველოს პირველობა შერეულ წყვილებში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში შეჯიბრით დასრულდა:

1. ლიზი კილაძე (ქუთაისი) - ცოტნე მაჭავარიანი (თბილისი, ტნს): 467 ქულა.
კილაძე: 229 ქულა (45, 47, 45, 46, 46)
მაჭავარიანი: 238 (47, 48, 47, 47, 49)
2. მარიამ მაღრაძე - ლევან ბოჭორიშვილი (ორივე - თბილისი, ტნს): 466 ქულა
მაღრაძე: 228 (48, 43, 47, 46, 44)
ბოჭორიშვილი: 238 (47, 46, 48, 48, 49)
3. მარიამ ღვინიაშვილი - მიხეილ სანიკიძე (ორივე - თბილისი, ტნს): 465 ქულა
ღვინიაშვილი: 234 (48, 44, 47, 47, 48)
სანიკიძე: 231 (47, 45, 46, 46, 47)

0.064954