ფეხბურთი

16:50 | 13.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: გრიზმანმა "ბარსელონასთან" წინასწარი კონტრაქტი გააფორმა

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი კატალონიის „ბარსელონასთან“ ძალიან ახლოსაა. Cadena Ser-ის ჟურნალისტი მანუ კარენო ამის შესახებ დარწმუნებით იტყობინება.

ესპანელი გვამცნობს, გრიზმანმა „ბარსასთან“ წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა და მადრიდული გუნდი 125 მილიონ ევროს მიიღებს. პირადი ხელშეკრულების დეტალები კი ამ დროისთვის არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანი „ატლეტიკოს“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს. გასულ ზაფხულს ფრანგი ძალიან ახლოს „კამპ ნოუზე“ გადაბარგებასთან, მაგრამ ბოლო მომენტში უარი თქვა. ახლა კი, როგორც ჩანს, ყველაფერი პირიქით მოხდება.

0.117407