ფეხბურთი

0:12 | 13.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ვალიადოლიდი“ გავარდნას გადარჩა. „ვალენსია“ მეოთხე ადგილზე აღზევდა

პრიმერას დამთავრებამდე, ახლა უკვე ერთი ტურით ადრე, გასარკვევი ორი რამ დარჩა: ვინ დაიკავებს მეოთხე საჩემპიონთალიგო ადგილს და ვინ გავარდება „სელტა“ თუ „ჟირონა.“

„ვალიადოლიდმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად „რაიო ვალეკანოსთან“ (2:1) და პრიმერაში ადგილი ოფიციალურად დაიბევა. აი, „სელტამ“ და „ჟირონამ“ კი თავისი მატჩები წააგეს და „რაიოსა“ და „უესკას“ შემდეგ, მესამე უიღბლოს გარკვევა ბოლო ტურისთვის გადადეს.

ყველას აინტერესებდა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ლივერპულთან“ განადგურების შემდეგ (0:4), „ბარსელონა“ როგორ მდგომარეობაში იქნებოდა. მით უმეტეს, მეტოქედ ზემოტივირებული „ხეტაფე“ ჰყავდა.

ვალვერდემ ამჯერად „სელტასთან“ მატჩისგან განსხვავებით, მინდორზე ძირითადი შემადგენლობა გაიყვანა. „ბარსელონას“ გამარჯვება და ქომაგთა თვალში ცოტა მაინც სირცხვილის მოწმენდა სურდა, თუმცა კარგა ხნის განმავლობაში თამაში ვერ ააწყო. პირიქით, სტუმრები უფრო ყოჩაღობდნენ. ტაიმის ბოლოს კატალონიელებმა მეტოქეზე წნეხი გააძლიერეს და ვიდალმა გაიტანა.

მეორე ნახევარში „ხეტაფე“ გაიხსნა, პარალელურ შეხვედრაში მისი უშუალო კონკურენტი „ვალენსია“ იგებდა და სტუმრებს როგორმე უნდა გადაერჩინათ შეხვედრა. მაგრამ ზუსტად ეს აწყობდა „ბარსელონასაც.“ შედეგად, „ხეტაფემ“ მეორე ბურთი მაინც გაუშვა. უფრო სწორად, საკუთარ კარში გაიტანა.

ახლა მეოთხე ადგილზე „ვალენსია“ დადგა, თუმცა „ხეტაფეს“ მხოლოდ ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით უსწრებს.

„რეალი“ კი აშკარად შვებულებაში გავიდა.

ესპანეთი

პრიმერა. 37-ე ტური. 12 მაისი

ბარსელონა - ხეტაფე 2:0

ბარსელონა.“კამპ ნოუ.“ 57 088

1:0 ვიდალი (39), 2:0 დაკონამი (89 საკ. კარში)

ბარსელონა: სილესენი, ალბა, უმტიტი, პიკე, რობერტო, რაკიტიჩი (ალენია 62), ბუსკეტსი, ვიდალი, კოუტინიო (რუისი 69), მალკომი (სემედუ 78), მესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ხეტაფე: სორია, ოლივერა, კაბრერა, ჯენე, დამიან სუარესი, სიბასაკი (პორტილიო 46), არამბარი, მაკსიმოვიჩი, ფულკიე (საისი 75), ანხელი (პერალესი 86), მოლინა

მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი

მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

გაფრთხილება: ვიდალი (76); ფულკიე (37), ოლივერა (52), ჯენე (90+3)

სოსიედადი - რეალი 3:1

სან სებასტიანი. „ანოეტა.“ 27 322

0:1 დიასი (6), 1:1 მერინო (26), 2:1 სალდუა (57), 3:1 მუგურუსა (67)

მე-40 წუთზე ვილიანმა ვერ გაიტანა პენალტი

სოსიედადი: რული, მუნიოსი, ლიორენტე, მორენო, სალდუა (იანუზაი 68), პარდო (ილიარამენდი 77), სუბელდია, მერინო, ოიარსაბალი, მუგურუსა (ხუანმი 87), ვილიანი

მწვრთნელი: იმანოლ ალგუასილი

რეალი: კურტუა, მარსელო, ნაჩო, ვალიეხო, კარვახალი, კროოსი, კაზემირო, ისკო (მოდრიჩი 56), დიასი (ვასკესი 65), ასენსიო (ვინისიუსი 76), ბენზემა

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: ხუან მუნერა

გაფრთხილება: სუბელდია (59); კარვახალი (42), კაზემირო (75)

გაძევება: ვალიეხო (39)

ბილბაო - სელტა 3:1

1:0, 2:0 გარსია (16, პენ, 17), 3:0 უილიამსი (40), 3;1 ასპასი (88, პენ)

ატლეტიკო - სევილია 1:1

1:0 კოკე (30), 1:1 სარაბია (70)

ბეტისი - უესკა 2:1

1:0 ხოაკინი (22), 1:1 ანორი (55, პენ), 2:1 ხოაკინი (90+8)

გაძევება: პულიდო (უესკა, 76)

ვალენსია - ალავესი 3:1

0:1 ნავარო (12), 1:1 სოლერი (29), 2:1 მინა (34), 3:1 გამეირო (68)

ვილიარეალი - ეიბარი 1:0

1:0 ეკამბი (59)

ჟირონა - ლევანტე 1:2

1:0 სტუანი (60), 1:1 მორალესი (62), 1:2 ბარდჰი (86)

ლეგანესი - ესპანიოლი 0:2

0:1, 0:2 (35, 71 პენ)

გაძევება: ბუსტინსა (ლეგანესი, 45)

რაიო ვალეკანო - ვალიადოლიდი 1:2

0:1 უნალი (6, პენ), 1:1 მედრანი (73), 1:2 გვარდიოლა (80)

0.113604