ფეხბურთი

22:40 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" - აპრილის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა გრძელდება. შეგახსენებთ, ჩვენი ვებგვერდი აღნიშნულ გამოკითხვას 2016 წლის სექტემბრიდან მოყოლებული გთავაზობთ.

სანამ ნომინანტებზე ვიტყოდეთ, წესებს შეგახსენებთ, რომელიც უცვლელია: ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. გამოკითხვა, როგორც აქამდე, ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე.

მარტში ჩვენმა მკითხველმა ლაშა შინდაგორიძე გამოარჩია. სანამ ნომინანტებზე გადავიდოდეთ, მანამდე შეგახსენებთ, "თქვენ ირჩევთ" ყველა გამარჯვებულს:

ჯანო ანანიძე (სექტემბერი 2016 წელი), ვაკო გვილია (ოქტომბერი), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერი), ლევან მჭედლიძე (დეკემბერი), ლევან მჭედლიძე (იანვარი 2017 წელი), გიორგი მაკარიძე (თებერვალი), ჯანო ანანიძე (მარტი), გურამ კაშია (აპრილი), გრიგოლ დოლიძე (მაისი), სოლომონ კვირკველია (სექტემბერი), სოლომონ კვირკველია (ოქტომბერი), როინ კვასხვაძე (ნოემბერი), სოლომონ კვირკველია (დეკემბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (თებერვალი, 2018 წელი), ვაკო ყაზაიშვილი (მარტი), საბა ლობჟანიძე (აპრილი), გიორგი პაპუნაშვილი (მაისი), ვაკო ყაზაიშვილი (აგვისტო), გიორგი ჩაკვეტაძე (სექტემბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (ოქტომბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (ნოემბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (დეკემბერი), გიორგი ლორია (თებერვალი, 2019 წელი) და ლაშა შინდაგორიძე (მარტი, „საბურთალო“).

ახლა კი, აპრილის თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. ოთხი ფეხბურთელი გამოვარჩიეთ. დიახ, სამწუხაროდ, გასულ თვეში ქართველ ფეხბურთელებს თავი დიდად არ გამოუჩენიათ და საკმაოდ მწირი არჩევანი გვქონდა. ახლა კი, არჩევანი თქვენზეა. მაშ ასე, აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელს „თქვენ ირჩვეთ“...

ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, უნგრეთი) - ქართველ მცველს აპრილი ძალიან წარმატებული ჰქონდა. 4 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა („პაკშისთან“ და „მეზოკოვესდთან“), რაც მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის შესანიშნავი შედეგია. ამასთან, აპრილშივე უნგრეთის ჩემპიონი გახდა „ფერენცვაროშის“ რიგებში.

გიორგი ხარაიშვილი („გიოტებორგი“, შვედეთი) - გიორგი ხარაიშვილს ორსახოვანი აპრილი ჰქონდა, მაგრამ მაინც უნდა გამოვყოთ, რადგან 4 თამაშში გოლი გაიტანა (დიდებული ჯარიმა) და საგოლე პასიც მიითვალა. უარყოფით ის იყო, რომ ამავე თვეში პენალტი გააცუდა და წითელი ბარათიც მიიღო.

ვაკო გვილია („გურნიკი“, პოლონეთი) – 24 წლის ქართველი „გურნიკის“ ერთ-ერთი ლიდერია და პოლონეთის ჩემპიონატიდან ჟაბრჟელები რომ არ ვარდებიან, ამაში ჩვენებურის დიდი წვლილია. აპრილში კი ჩინებულად ითამაშა და ოთხი(!) საგოლე პასი მიითვალა (6 თამაშში).

ჯაბა უგულავა („სიონი“) - კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლნისის „სიონის“ თავდამსხმელი ჯაბა უგულავა აპრილში შეუდარებელი იყო. 27 წლის ფორვარდმა „ტორპედოსთან“ და „ლოკომოტივთან“ დუბლი შეასრულა, ხოლო ბათუმის „დინამოს“ და „სიონს“ თითო გოლი აკმარა. 6 გოლი 5 თამაშში - შესანიშნავი შედეგია!

0.115117