საბერძნეთის თასის ფინალში პაოკ-მა აეკ-ი 1:0 დაამარცხა და თასი ზედიზედ მესამედ მოიგო. მატჩის ერთადერთი გოლი თესალონიკიელთა მხრიდან ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჩუბა აკპუმმა გაიტანა.
პაოკ-ს საბერძნეთის თასი არსებობის ისტორიაში შვიდჯერ აქვს მოპოვებული, 13-ჯერ ფინალში დამარცხდა. გუნდმა მიმდინარე სეზონში საბერძნეთის სუპერლიგაც მოიგო. პაოკ-მა მეორეადგილოსანი "ოლიმპიაკოსი" ხუთი ქულით ჩამოიტოვა და ქვეყნის ჩემპიონი მესამედ გახდა.