ფეხბურთი

0:32 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლიდსი“ და „ასტონ ვილა“ პლეი ოფში დაწინაურდნენ

შაბათს ინგლისური ჩემპიონშიფის ნახევარფინალური პლეი ოფები გაიმართა. ფრენკ ლამპარდის „დერბი ქაუნთიმ“ მარსელო ბიელსას „ლიდსს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე კემარ რუფმა გაიტანა. საპასუხო მატჩი 15 მაისს გაიმართება ლიდსში.

მეორე ნახევარფინალში „ასტონ ვილამ“ ბირმინგემში „ვესტ ბრომვიჩს“ 2:1 მოუგო. ანგარიში სტუმარმა დუაიტ გეილმა გახსნა მე-16 წუთზე. თამაშის დამთავრებამდე 15 წუთი რჩებოდა, როცა მასპინძლებმა გაათანაბრეს. გოლი შეცვლაზე შესულმა კონორ ჰურიჰეინმა გაიტანა. ოთხ წუთში კი ტამი აბრაჰამმა პენალტი ზუსტად დაარტყა და მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა - 2:1. ვესტბრომელებმა შეხვედრა კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს. 88-ე წუთზე მსაჯმა გოლის ავტორი, გეილი, ბირმინგემელთა მეკარე ჯედ სტირთან უხეში თამაშისთვის გააძევა.

საპასუხო მატჩი 14 მაისს გაიმართება „უემბლიზე.“

0.144152