ფეხბურთი

20:05 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ინტრიგა ბოლო ტურამდე

გერმანიის ბუნდესლიგაში საჩემპიონო ინტრიგა ბოლო ტურამდე შენარჩუნდა. მიუნხენის „ბაიერნს“ შეეძლო „ვერცხლის სინი“ დღესვე გაეფორმებინა, მაგრამ ლაიფციგში, მაგრამ ვერ მოახერხა. თავად ვერ მოიგო და „დორტმუნდმა“ სამი ქულა მოიპოვა - ბრძოლა გრძელდება.

ნიკოკოვაჩის გუნდს ადვილი თამაში „რედ ბულ არენაზე“ რომ არ ელოდა, თავიდანვე ნათელი იყო.მიუხედავად იმისა, რომ რალფ რანგნიკის გუნდისთვის სეზონი დიდი ხანია მოტივაციის გარეშე მიმდინარეობს, „რეკორდმაისტერთან“ თამაში სტიმულია, თანაც, საშინაო არენაზე მეტოქის ჩემპიონობის ყურება, მაინცდამაინც სასიამოვნო არაა. ჰოდა, „ლაიფციგმა“ მოინდომა და მრისხანე მეტოქეს გამარჯვება არ დაანება. უგოლო ფრე, რომელმაც „ბაიერნი“ ვერ გააჩემპიონა, მაგრამ დიდი პრობლემა მაინც არ უნდა იყოს, ბოლო ტურში შინ ითამაშებს და ყველაფერი ისევ მის ხელთაა.

პარალელურად, „დორტმუნდმა“ „დიუსელდორფს“ უმასპინძლა და მძიმედ, მაგრამ მაინც მოიგო. „ყვითლებს“ მეორე წრე ისე რომ ჩაეტარებინათ, როგორც პირველი, უსათუოდ ჩემპიონები გახდებოდნენ, მაგრამ სეზონის ბოლოსკენ ძალიან მოუკლეს და ახლა ხავსს ეჭიდებიან. არც „დიუსელდორფთან“ მოუპოვებია ლუსიენ ფავრის გუნდს სამი ქულა ადვილად, მაგრამ მოიგო და შანსი დაიტოვა. 18 მაისს კი, ბოლო ტური იქნება. „ბაიერნი“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლებს, ხოლო „გლადბახს“ ესტუმრება. როგორც ხედავთ, ორივე გუნდს რთული მატჩები ელით, რადგან „აინტრახტიცა“ და „გლადბახიც“ მეოთხე ადგილისთვის გამალებით იბრძვიან და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ არაფერს დათმობენ.

„გლადბახი“ იქამდე მეოთხე ადგილზე აღზევდა და „ნიურნბერგი“, რომელიც დაქვეითდა 4:0 გაანადგურა. მართალია, „ბორუსია პარკის“ ბინადრები“ ოთხეულში შევიდნენ, მაგრამ „აინტრახტს“ ამ ტურის მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის „ლევერკუზენიც“ გამალებით იბრძვის და ისიც ბრძოლაშია, მაგრამ დღეს ოქროს ფასის ორი ქულა გაანიავა შინ „შალკესთან“ და ვინძლო ეს ძალიან ძვირად დაუჯდეს. იგივე ითქმის „ვოლფსბურგზე“, რომელიც „შტუტგარტთან“ 0:3 განადგურდა, არადა, მისი მეტოქე მოტივაციის გარეშე იყო. ერთადერთი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას ბოლო ტურის წინ გამოეთიშა, „ჰოფენჰაიმია“. იულიან ნაგელსმანის გუნდმა შინ ბრემენის „ვერდერთან“ წააგო და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ხომ დაკარგა და ევროპა ლიგის საგზურით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

„აინტრახტი“ 33-ე ტურის მატჩს ხვალ, საკუთარ მოედანზე „მაინცთან“ ჩაატარებს. ცნობისთვის, „გლადბახსა“ და „ლევერკუზენს“ 55-55 ქულა აქვთ, „აინტრახტს“ 54 (თამაშით ნაკლები) და „ვოლფსბურგს“ 52. „მგლების“ შანსი თითქმის განულებულია, მაგრამ დანარჩენი სამი გუნდი ერთი ადგილისთვის ბრძოლას ბოლო წამამდე აპირებს. დასკვნით ტურში „აინტრახტი“ „ბაიერნს“ სტუმრობს, „ლევერკუზენი“ „ჰერტას“, ხოლო „გლადბახი“ „დორტმუნდს“ უმასპინძლებს.

გასავარდნ ზონაში კი ყველაფერი გარკვეულია. „ნიურნბერგი“ და „ჰანოვერი“ დაბრუნდენ იქ, საიდანაც ერთი წლის წინ დაწინაურდნენ, ხოლო „შტუტგარტი“ პლეი-ოფიდან ეცდება ელიტაში ადგილის შენარჩუნებას.

„ნიურნბერგი“ – „გლადბახი“ 0:4 (0:0)

გოლები: 0:1 დრმიჩი (56), 0:2მული (56, ა.გ), 0:3 აზარი (65), ზაკარია (80)

„ლევერკუზენი“ – „შალკე“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჰავერცი (31), 1:1 ბურგშტალერი (47)

„დორტმუნდი“ – „დიუსელდორფი“ 3:2 (1:0)

გოლები: 1:0 პულიშიჩი (41), 1:1 ფინკი (47), 2:1 დელანი (53), 3:1 გიოტცე (90), 3:2 კოვნაცკი (90)

„აუგსბურგი“ – „ჰერტა“ 3:4 (1:0)

გოლები: 1:0 ჰანი (10), 1:1 პლატენჰარდტი (47), 2:1 გრეგორიში (50, პენ), 2:2 გრუიჩი (66), 3:2 გრეგორიში (70), 3:3 კალუ (75), 3:4 კალუ (90, პენ)

„ჰანოვერი“ – „ფრაიბურგი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ანტონი (39), 2:0 ბებუ (51), 3:0 უოლასი (81)

„ლაიფციგი“ – „ბაიერნი“ 0:0 (0:0)

„ჰოფენჰაიმი“ – „ვერდერი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ეგეშტეინი (39)

„შტუტგარტი“ – „ვოლფსბურგი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 კასტრო (45), 2:0 დონისი (55), 3:0 დიდავი (83)

თეგებიბუნდესლიგა
0.210939