ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ვებგვერდი ავრცელებს.
გაბონელმა ფეხბუთელმა „ვალენსიასთან“ საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „მესტალიაზე“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავისი გუნდის ფინალში გასვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
შეგახსენებთ, „არსენალი“ 29 მაისს ფინალურ მატჩში თანაქალაქელ „ჩელსის“ დაუპირისპირდება.