2018-2019 წლების სეზონი მთლიანად ინგლისური გამოვიდა. სხვაგვარად ვერ ჩავთვლით, რადგან ორივე ევროტურნირის ფინალში მხოლოდ ალბიონური კლუბები გავიდნენ.
ეს კი, ისტორიული წარმატებაა - აქამდე მსგავსი მიღწევით ვერავინ დაიკვეხნიდა. და მაინც, რამდენად დიდია ინგლისური გუნდების ხსენებულ წარმატებაში ინგლისელი ფეხბურთელების როლი? დავიწყოთ იქიდან, რომ ოთხივე გუნდს, რომლებიც ფინალში გავიდნენ („ტოტენჰემი“, „არსენალი“, „ჩელსი“,“ლივერპული“) უცხოელი მწვრთნელები ჰყავთ (არგენტინელი, ესპანელი, იტალიელი და გერმანელი).
საინტერესოა, რომ ნახევარფინალში ფინალისტების მიერ ჩატარებულ მატჩებში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ და მხოლოდ 8 ინგლისელი იყო: ჯეიმს მილნერი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ჯორდან ჰენდერსონი „ლივერპულში“, კირან ტრიპიერი, დენი როუზი და დელე ალი „ტოტენჰემში“, ენსლი მეითლანდ-ნაილსი „არსენალში“ და რუბენ ლოფტუს-ჩიკი „ჩელსიში“.
„არისტოკრატთან“ 23 წლის ნახევარმცველი კი ერთადერთი ინგლისელია, რომელმაც ოთხივე გუნდიდან ნახევარფინალურ მატჩებში თავი გამოიჩინა. არადა, ოთხ ნახევარფინალსა და ჯამში რვა მატჩში ინგლისურმა კლუბებმა 16 გოლი გაიტანეს...