საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე ლიდერებისთვის კარგად დაიწყო. საწყის ოთხ პოზიციაზე მყოფმა გუნდებმა მეათე ტურში მორიგი გამარჯვებები იზეიმეს და ვითარება გაიუმჯობესეს.
თბილისის „მერანმა“ „გაგრას“ უმასპინძლადა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონში უმაღლესი საფეხურებისთვის იბრძოლებს. სტუმრები დასაწყისშივე კაცნაკლულნი დარჩნენ და მალევე დაწინაურდნენ. თუმცა, ამის შემდეგ „მერანის“ სრულ უპირატესობას დაეუფლა, რაც ანგარიშშიც კარგად აისახა - 4:2. „მერანმა“ 23 ქულა დააგროვა და კვლავინდებურად ლიდერია.
მდევარი კი „თელავია“, რომელიც ლანჩხუთში „გურიას“ ესტუმრა და გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია. მატჩის გმირი ალექსანდრე კოშკაძე გახდა, ვეტერანმა ნახევარმცველმა დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს გამარჯვებისკენ დარუძღვა. „თელავმა“ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და 21 ქულით მეორე ადგილზეა.
„სამტრედიამ“ როგორც იქნა წარუმატებელი სერია დაასრულა და „ზუგდიდს“ ადვილად აჯობა. საერთოდ, მეგრული გუნდი საშინელ სეზონს ატარებს და იმერელთა მოუგებელი სერიის დასრულებაც ადვილი მისახვედრი იყო. პირველი ტაიმის ბოლოს გურამ სამუშიასა და გოგიტა გოგუას გოლებმა ყველაფერი გადაწყვიტა, ხოლო წერტილი ახალაძემ მეორე ნახევარში დასვა - 3:0.
ქობულეთის „შუქურამ“ გათამაშების ღრმა აუტსაიდერი ფოთის „კოლხეთი“ დამაჯერებლად დაამარცხდა, მირჯით მეორედ იმარჯვა და სატურნირო მდგომარეობა ერთი-ორად გაიუმჯობესა.
აქვე გეტყვით, რომ მეათე ტური გუშინ, „ცხინვალისა“ და „შევარდენის“ მატჩით დაიწყო და თბილისურმა გუნდმა მიჯრით მესამედ მოიგო, რის შედეგადაც სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე დამკვიდრდა.
„მერანი“ (თბ) – „გაგრა“ 4:2 (2:1)
გოლები: 0:1 მეტრეველი (21), 1:1 შარიქაძე (41), 2:1 თევზაძე (45), 3:1 ნიქაბაძე (49), 4:1 გაბისკირია (58), 4:1 მეტრეველი (86)
„გურია“ – „თელავი“ 1:3 (1:1)
გოლები: 0:1 კოშკაძე (3), 1:1 მარაქველიძე (30, ა.გ), 1:2 კოშკაძე (50), 1:3 შენგელია (72, ა.გ)
„ზუგდიდი“ – „სამტრედია“ 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 სამუშია (43), 0:2 გოგუა (44), 0:3 ახალაძე (82)
„შუქურა“ – „კოლხეთი“ 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ჩელებაძე (60), 2:0 კურმაშვილი (77)