კალათბურთი

13:40 | 10.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი

სერბეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსი“ სტუმრად „დინაიმკს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 102:85 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელის გუნდი თავიდანვე 14:0 დაწინაურდა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

აღნიშნულ მატჩში საუკეთესო სწორედ ახალგაზრდა ქართველი ცენტრი გახლდათ, რომელიც სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 27 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში გოგამ ორმაგი დუბლი შეასრულა. მისი მონაგარი კი 25 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.

ბითაძემ ოთხიდან სამი სამქულიანი, ათიდან ექვსი ორქულიანი და ოთხიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო.

აღნიშნული გარჯვების შემდგომ „მეგა ბიმაქსს“ 3 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს და B ჯგუფში მე-2 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში ქართველის გუნდი „ტამიშს“ დაუპირისპირდება, შეხვედრა 12 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117526