ჩოგბურთი

18:11 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი: „თიხის საფარზე გავიზარდე“
როჯერი: „თიხის საფარზე დაბრუნება სასიამოვნოა“

დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა თიხის საფარიან ტურნირზე სამი წლის შემდეგ პირველად ითამაშა და რიშარ გასკე 6:2, 6:3 დაამარცხა. ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა მადრიდში მყოფ როჯერ ფედერერთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა.


  • როჯერ, 1090 დღე გავიდა, რაც ბოლოს თიხის საფარზე ითამაშე. თითქოს ეს პერიოდი არც გამოგიტოვებია.
  • დიდი მადლობა. ვფიქრობ, კარგი თამაში იყო. სასიამოვნოა თიხის საფარზე დაბრუნება. დაუჯერებელია, რომ ამდენი დღე გავიდა, რადგან თამაშის დროს ამას ვერ ვგრძნობდი. ბოლო კვირებში ვარჯიშებმაც კარგად ჩაიარა და მაჩვენა, რომ კვლავ შემიძლია ამ საფარზე თამაში. ამ საფარზე გავიზარდე და კომფორტულად ვგრძნობ თავს. სასიამოვნოა, რომ რიშარდიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. ვფიქრობ, ორივესთვის განსაკუთრებული მატჩი იყო მადრიდში.
  • რას იტყვი ხალხზე, როგორ მიგიღეს მადრიდში?
  • შესანიშნავად. ბოლო ათწლეული ესპანეთში ყოველთვის კარგად მიღებდნენ, რადგან ჩემი მეტოქე რაფა იყო ხოლმე და ასევე სხვა ესპანელი მოთამაშეებიც, მათ შორის ფერერიც. ხალხი მიცნობს და ამდენი წელია ჩემს თამაშებს ადევნებენ თვალს. როცა აქ ჩამოვდივარ, ვფიქრობ, ამას აფასებენ და ასევე მეც ვაფასებ გადავსებულ ტრიბუნებს და განსაკუთრებულ ატმოსფეროს.
  • რას იტყვი დავიდ ფერერის კარიერის დასრულებაზე?
  • მე მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ. პირველ რიგში, როგორც პიროვნების. ის დარჩა ყოველთვის ისეთად როგორიც თავიდან იყო და ამას ძალიან ვაფასებ. კარიერის დასასრულსაც კარგად თამაშობს. დარწმუნებული ვარ გული წყდება რომ კარიერას ასრულებს, მაგრამ ხალხისგან დიდ სიყვარულს გრძნობს. მე მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ მომავალში.

0.122542