ფეხბურთი

17:26 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "აიაქსს" საკუთარ ფილოსოფიაზე უარი უნდა ეთქვა, ეს სპორტია, სტრატეგია საჭიროა"

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ „აიაქსმა“ „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ისე ითამაშა, როგორც ერედივიზიონის შეხვედრაში. „განსაკუთრებულის“ განცხადებით, „აიაქსმა“ ხალხის სიყვარული დაიმსახურა, მაგრამ ზოგჯერ გამარჯვებისთვის საკუთარ ფილოსოფიაზე უარის თქმაა საჭირო.

„ფილოსოფია ქმნის გუნდის ერთ მიმართულებას. ყველა გუნდს სჭირდება სათამაშო სტილი, „აიაქსმა“ დაიმსახურა ჩემი პატივისცემა და იმ ხალხის სიყვარული, რომლებსაც ფეხბურთი უყვათ. მაგრამ, ეს სპორტული ბრძოლაა. სტრატეგია საჭიროა. ზოგჯერ ასეთი თამაშების მოსაგებად საკუთარი ფილოსოფიის მიტოვებაა საჭირო.

ამსტერდამელებმა მეორე ნახევარში ისე ითამაშებს თითქოს ჰოლანდიის ჩემპიონატში „ვიტესის“ წინააღმდეგ თამაშობდნენ ან თითქოს ჯგუფური ეტაპის რიგით მატჩი იყო. ვფიქრობ, იმ მომენტში მათ არ სჯეროდათ იმის, რაც მოხდა“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსმა“ „ტოტენჰემთან“ საკუთარ მოედანზე (2:3) წააგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

0.136177