“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი გუნდს 2-3 კვირის შემდეგ დაუბრუნდება. ამ ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.
მატუიდის ხელი აქვს დაზიანებული და მას ოპერაცია ჭირდება. პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბს იმედი აქვს, რომ ის მოედანს 2 კვირაში დაუბრუნდება. თუ ეს მოლოდინი გამართლდა, 27 წლის შუახაზელს მხოლოდ ერთი თამაში გაუცდება. მატუიდი ლიგა ერთში “მეცთან” ვერ ითამაშებს.