ფეხბურთი

10:20 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ საგანგებო სხდომაზე ვალვერდეს ბედს გადაწყვეტს

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა საგანგებო სხდომის მოწვევას აპირებს, სადაც გუნდის მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს მომავალი გაირკვევა - გვამცნობს ESPN.

ვალვერდეს თავკაცობით, „ბარსა“ ზედიზედ მეორე სეზონია ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფს ეთიშება, პირველ მატჩში დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ. თუმცა წყარო იმასაც ამატებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მაინცდამაინც არ იჩქარებს გადაწყვეტილების მიღებას, რადგან ვალვერდეს სავარაუდო შემცვლელი ჯერ არ შეურჩევია.

ასევე, სხდომაზე იმ ფეხბურელების შესახებაც ისაუბრებენ, რომლებმაც მიმდინარე სეზონში ვერ გაამართლეს. პირველ რიგში, საუბარი ფილიპე კოუტინიოზეა. მისი კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი, თუმცა გამორიცხული არ არის, გუნდი ზაფხულშივე დატოვოს. მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 105 მილიონი ევრო იქნება.

0.116108