ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა ფინალში გასვლა დაიმსახურა. თუმცა, ჰოლანდიელ სპეციალისტის „ტოტენჰემის“ გარჯაც არ დავიწყებია და გამარჯვება მოულოცა.
ტენ ჰაგის განცხადებით, შესვენებაზე ფეხბურთელები გააფრთხილა კონცენტრაცია არ დაეკარგათ:
„ფინალთან ერთ ნაბიჯში ვიყავით. პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ ანგარიშის მიუხედავად, ყურადღება შეენარჩუნებინათ რადგან ვუყურებდი „ტოტენჰემის“ ფეხბურთელებს თვალებში და მათ კვლავ სჯეროდათ გამარჯვების. მინდა მეტოქეს კომპლიმენტი ვუთხრა, მეორე ტაიმი დიდებულად ჩაატარა, მაგრამ ჩვენც გვქონდა მესამე გოლის გატანის რამდენიმე შანსი. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ. ვფიქრობ, ფინალში გასვლა დავიმსახურეთ და რთულია სცენის ასე დატოვება“, - თქვა ტენ ჰაგმა.
შეგახსენებთ, „აიაქსმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 23 წლის შემდეგ გასვლის შანსი მსაჯის დამატებულ მეხუთე წუთზე გაშვებული გოლით დაკარგა.