რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელების, ალექსანდრ კოკორინისა და პაველ მამაევის განაჩენი ცნობილია. სასამართლომ ორივე მოთამაშე დამშაშავედ სცნო და პატირმობა ოფიციალურად მიუსაჯა.
Russian Football News-ი იტყობინება, რომ განაჩენის თანახმად, ფეხბურთელები გისოსებს მიღმა 18 და 19 თვეს გაატარებენ. კოკორინი და მამაევი მასობრივი ჩხუბისთვსი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დააპტიმრეს და სასჯელის მოხდა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბრამდე მოუწვეთ.
შეგახსენებთ, რომ „კრასნოდარისა“ და „ზენიტის“ ფეხბურთელებმა ერთ-ერთ კაფეში რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენელი სკამით სცემეს და მასთან ერთად თანმხლები პირებიც არ დაინდეს.