ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ლივერპულის“ მიერ „ბარსელონას“ 4:0 განადგურების შესახებ ისაუბრა.
„მომწონს „ლივერპულის“ ჟინი და მონდომება, ყოველთვის იბრძოლოს უმაღლესი მიზნებისთვის. „ბარსელონას“ ფეხბურთელები სამჯერ აღმოჩდნენ ალისონის პირისპირ, მაგრამ ბრაზილიელმა მეკარემ სასწაულები მოხდინა.
კატალონიელებს კონცენტრაციის პრობლემებიც ჰქონდათ, განსაკუთრებით მეოთხე გოლის დროს. არ შეიძლება მსგავსი ბურთების გაშვება. „ბარსელონას“ ფეხბურთელები ასეთ შეცდომებს არ უნდა უშვებდნენ.
წუხელ აფეთქდა არა მხოლოდ ლივერპული, არამედ მადრიდიც. კატასტროფა იქნებოდა „ბარსელონას“ მათ ქალაქში რომ მოეგო ჩემპიონთა ლიგა.“ - ციტირებს კაპელოს სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ლიგის ფინალი 1 ივნისს მადრიდის „ატლეტიკოს“ ახალ სტადიონ „მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება.