ფეხბურთი

13:12 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბარტომეუ: „ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით მეოთხე გოლი“

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბარტომეუმ, „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ (0:4) ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ძალიან გულდაწყვეტილნი ვართ ამ მარცხით, მაგრამ თავს უნდა მოვერიოთ და ესპანეთის თასის ფინალისთვის მოვემზადოთ. ეს კლუბს და გულშემატკივრებს სჭირდებათ. დაწვრილებითი ანალიზის დრო მოგვიანებით დადგება.

მაგრამ მეოთხე გოლი...ეს ტრაგედიაა, შეცდომა, ვერ ამიხსნია, როგორ მოხდა. მან „ბარსელონა“ სრულიად განაიარაღა. ზედიზედ მეორე წელიწადია ასე ხდება... საშინელებაა.“ - უთხრა ბარტომეუმ Mundo Deportivo-ს.

0.12036