კალათბურთი

11:44 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ტორონტო“ და „დენვერი“ სერიაში დაწინაურდნენ

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ორი შეხვედრა გაიმართა.

“ტორონტომ“ შინ „ფიალდელფია“ 125:89 გაანადგურა და სერიაში 3:2 დაწინაურდა. კანადელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს. „ტორონტო“ პირველი პერიოდის ბოლოს ანგარიშით წინ გავიდა და მას შემდეგ ფილადელფიელები სულ მდევრის როლში იყვნენ. მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა სიაკამის ანგარიშზეა. „ფილადელფიაში“ ჯიმი ბატლერი 22 ქულით გამოირჩა. კავაი ლეონარდმა ორმაგი დუბლი შეასრულა 21 ქულა და 13 მოხსნა. სერიის მეექვსე შეხვედრა 10 მაისს ფილადელფიაში 04:00 საათზე გაიმართება.

„დენვერმა“ საკუთარ დარბაზში „პორტლენდი“ 124:98 გაანადგურა. მთელი შეხვედრის განმავლობაში „პორტლენდმა“ მხოლოდ ერთხელ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, ისიც თავიდან (18:18), დანარჩენ დროს დენვერელბი დომინირებდნენ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე უდაოდ „დენვერის“ სერბი ცენტრი ნიკოლა იოკიჩი გახლდათ, რომელმაც გუნდს 25 ქულა, 19 მოხსნა და 6 პასი შესძინა. ლილარდმა მხოლოდ 22 ქულა ჩააგდო. სერიაში „დენვერი“ 3:2 წინ გავიდა. მეექვსე მატჩი პორტლენდში 10 მაისს თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.

„ტორონტო“ – „ფილადელფია“ 125:89 (27:26, 37:17, 28:27, 33:19)

https://www.youtube.com/watch?v=GnioeFn5-5o

„დენვერი“ – „პორტლენდი“ 124:98 (31:25, 34:22, 28:18, 31;33)

https://www.youtube.com/watch?v=ndWKca1kbos

0.117217