ფეხბურთი

5:15 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

90 წუთი ფინალამდე

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტი გაირკვევა. მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“, 1-ელ ივნისს, „ლივერპულის“ მეტოქე ან „აიაქსი“ იქნება, ან „ტოტენჰემი“. ამ გადმოსახედიდან ამსტერდამელთა შანსი უფრო ფასობს, მაგრამ მიმდინარე სეზონში პირველ თამაშში დაფიქსირებული შედეგი ბევრს არაფერს რომ არ ნიშნავს, უკვე არაერთხელ დამტკიცდა.

თანაც,1:0 არაა ის უპირატესობა, რომლის აღმოფხვრაც წარმოუდგენელი რომ იყოს. მოკლედ, „ტოტენჰემს“ შანსი აქვს ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდეს და თუ ასე მოხდა, ინგლისური ფინალი შედგება. თავის მხრივ, „აიაქსი“ მზადაა გადამწყვეტ შეხვედრას 1996 წლის შემდეგ პირველად დაუბრუნდეს.

ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით გავა მოედანზე. ეს მეტწილად მასპინძლებზე ითქმის, ხოლო ლონდონელებს ჰარი კეინი ისევ დააკლდებათ. სამაგიეროდ, ბრუნება სონი, რომელსაც პირველი თამაში ტრავმის გამო გაუცდა და ის „მამლებისთვის“ ძალიან დიდი ძალაა.

ერიკ ტენ ჰაგი („აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი): „პირველი თამაშის ბოლო ერთ საათში თავი ძალიან კარგად დავიცავით. თიმცა, ამჯერად, შეტევაში უფრო მეტად უნდა ვიმოქმედოთ. თამაში უნდა წავიკითხოთ, ეს იქნება ნამდვილი ბრძოლა. სტუმრად გატანილი გოლი მნიშვნელოვანია, ახლა კი სახლში, საოცარ ატმოსფეროში ვითამაშებთ და იმედია, ეს დაგვეხმარება. როდესაც პრემიერლიგის გუნდის წინააღმდეგ თამაშობ ინტენსივობა უფრო მაღალია, ვიდრე მაგალითად, „რეალის“ ან „იუვენტუსის“ წინააღმდეგ“.

მაურისიო პოჩეტინო („ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი): „პირველი თამაშის შედეგი ჩვენთვის ნეგატიურია და რთული იქნება, მაგრამ ყველაფერი ღიაა. ვიცით, რომ გამარჯვებისთვის მაქსიმუმის გაღება მოგვიწევს. აქ ყოფნა ჩვენთვის ემოციურად, უფრო მეტად თავისუფლად თამაში გვჭირდება, რადგან დასაკარგი არაფერი გვაქვს. არავინ ფიქრობდა, სეზონის ბოლო კვირაში ფინალში გასვლის შანსი გვექნებოდა. ამიტომ, ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ, ვისიამოვნოთ და გვჯეროდეს გამარჯვების“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„აიაქსი“ (4-2-3-1): ონანა; მაზრაუი, დე ლიხტი, ბლინდი, ტალიაფიკო; დე იონგი, შონე; ზიეჩი, ვან დე ბეეკი, ნერეში; ტადიჩი

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი; სისოკო, ვანიამა; ალი, ერიკსენი, ლუკას მოურა; სონი

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

0.119158