ფეხბურთი

15:20 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კომპანი: "ყველა მიყვიროდა, რომ არ დამერტყა"

ვინსენ კომპანი „მანჩესტერ სიტის“ კაპიტანია, მაგრამ მიმდინარე სეზონში გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა ნაკლებად იყო. ბელგიელს ტრავმები მუდამ თან დასდევენ და ხშირად თამაშს ვერ ახერხებს.

თუმცა, შესაძლოა, სეზონის გმირი სწორედ ეს გახდეს. ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში, „სიტის“ „ლესტერი“ აუცილებლად უნდა დაემარცხებინა, მაგრამ 70-ე წუთამდე მეტოქის კარში გოლის გატანას ვერ ახერხებდა. სწორედ ამ დროს პეპ გვარდიოლას გუნდს კაპიტანმა უშველა. კომპანის არაერთხელ გაუტანია გოლი სტანდარტული მდგომარეობების შემდეგ, მაგრამ ახლა ისეთი გოლი გაიტანა, ბევრ შემტევი ტიპის ფეხბურთელს შეშურდებოდა.

კომპანიმ დაახლოებით 30 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა და კასპერ შმეიხელის კარის ცხრიანში გამარჯვების და დიდი ალბათობით, ჩემპიონობის მომტანი გოლი გაიტანა.

თამაშის შემდეგ ბელგიელმა მცველმა დარტყმის მომენტი გაიხსენა და თქვა, რომ ყველა უყვუროდა, რომ კარში არ დაერტყა.

„ყველა მიყვიროდა, რომ არ დამერტყა. თუმცა, ჩემს კარიერაში ბევრი რამ გავაკეთე იმისთვის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ვერ მიმითითონ რა გავაკეთო და რა - არა. ყველაზე მეტად ბურთს აგუერო მთხოვდა, არ დაარტყა ვინი, არაა“, - გაიხსენა მაგიური ეპიზოდი ბელგიელმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, „სიტი“ „ლივერპულს“ 1 ქულით უსწრებს. ბოლო ტურში „ქალაქელები“ „ბრაიტონს“ ესტუმრებიან, ხოლო „წითლები“ „ვულვზს“ უმასპინძლებენ.

0.110857