ფეხბურთი

14:25 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: „არ მგონია, ახლა „რომას“ ჩემი გადაბირების პირობები ჰქონდეს“

იტალიის ნაკრების, „იუვენტუსისა“ და „ჩელსის“ ყოფილი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, უკვე თითქმის წელიწადია უმუშევარია და როგორც ჩანს, საქმიანობის განახლებას ჯერჯერობით არ ფიქრობს. ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერ მსურველს უამრავი პირობების შესრულებას ავალდებულებს, სხვა შემთხვევაში არ თანხმდება.

„მიყვარს რომი. ნაკრების მწვრთნელობისას ორი წელიწადი გავატარე იქ და დღემდე მენატრება ის დრო. რომაელებს ძალიან უყვართ ფეხბურთი. „რომასაც“ ეტყობა, რომ ერთგული გულშემატკივრები ჰყავს. მაგრამ არ მგონია ახლა ამ კლუბს ჩემი გადაბირების პირობები ჰქონდეს.

შესაძლოა, ერთხელაც ეს მოხდეს. თუმცა, თუ ვინმეს ჩემთან მუშაობა სურს, უნდა იცოდეს, რომ საკუთარი პრინციპები და მეთოდები მაქვს, რომელსაც არასოდეს გადავდივარ.“ - უთხრა კონტემ Gazzetta dello Sport-ს.

0.108136