„ლივერპულის“ მცველმა, ენდრიუ რობერტსონმა, ჟურნალისტებს „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრის წინ (პირველი მატჩი 0:3), საკუთარი აზრი გაუზიარა.
„იდეალურად უნდა ვითამაშოთ და ცოტა იღბალიც შეგვეშველოს. ისინი კიდევ ერთ გოლზე იფიქრებენ, რათა ინტრიგა მოკლან. გვჯერა საკუთარი თავის. ბოლომდე ვიბრძოლებთ. ესაა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. ასი პროცენტით უნდა დავიხარჯოთ.“ - განუცხადა რობერტსონმა Sky Sports-ს.
„ლივერპულისა“ და „ბარსელონას“ საპასუხო ნახევარფინალური მატჩი სამშაბათს, 7 მაისს, გაიმართება „ენფილდზე“ და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.