მეორე ბუნდესლიგის 32-ე ტურის მატჩში, „კიოლნმა“ სტუმრად „გროიტერ ფიურტი“ 4:0 გაანადგურა და ვადამდე მოიპოვა პირველი ბუნდესლიგის საგზური. ახლა „კიოლნი“ უშუალო კონკურენტ „პადერბორნს“ 8 ქულით უსწრებს.
„საინტერესოა, რომ „კიოლნი“ 2000 წლის შემდეგ მეექვსედ დაბრუნდა ბუნდესლიგაში. ეს ტოპ-ჩემპიონატების რეკორდია.
„კიოლნი“ 1948 წელსაა დაარსებული და სამჯერ ყოფილა გერმანიის ჩემპიონი, შვიდჯერ ვიცე-ჩემპიონი. ოთხჯერ მოუგია ქვეყნის თასი და 1985/86 წლების სეზონში უეფას თასის ფინალამდეც მიუღწევია.