საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ლიგა ენდესას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩვენებური ტურის ხუთ გამორჩეულ მოთამაშეს შორის მოახვედრა.
„ბასკონიას“ ქართველმა კაპიტანმა გასულ უიქ-ენდზე „მანრესასთან“ არასრულ 25 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც „ბასკონიას“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
მოგეხსენებათ, თორნიკე ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ნელ-ნელა ჩვეულ ფორმაში შედის და ბოლო პერიოდში მისთვის დამახასიათებლად, მაღალ დონეზე ათამაშდა.