სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:05 | 6.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ლივერპული" სიძლიერით მეორე გუნდია, ვის წინააღმდეგაც მითამაშია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა „ლივერპულს“ აქებს და ამბობს, რომ იურგენ კლოპის გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა, რომლის წინააღმდეგაც მოუწია დაპირისპირება.

„ჩემი კარიერის განმავლობაში წარმოუდგენელი გუნდების წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ ორს გამოვარჩევ: პირველი ლუის ენრიკეს „ბარსელონაა“, რომელსაც შეტევაში მესი-სუარესი-ნეიმარი ჰყავდა, ხოლო მეორე „ლივერპული“.

ვფიქრობ, ეს ორი გუნდი საუკეთესოა, რომლის წინააღმდეგაც მომიწია დაპირისპირება მწვრთნელის რანგში. ამიტომაც, თუ ჩვენ ჩემპიონები გავხდებით, ეს ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება იქნება“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, „სიტი“ პრემიერლიგის 37-ე ტურში დღეს „ლესტერ სიტის“ უმასპინძლებს და აუცილებლად გამარჯვების მოპოვება სჭირდება, რადგან „ლივერპულს“ ორი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.09926