სალონიკის პაოკ-ი საბერძნეთის ჩემპიონი ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გახდა, მაგრამ ადგილობრივი ჩემპიონატი გუშინ დასრულდა და სალონიკელებმა სეზონი წაუგებლად დაასრულეს.
აღსანიშნავია, რომ პაოკ-ი ისტორიაში მეორე გუნდი გახდა, რომელმაც საბერძნეთის ჩემპიონობა დაუმარცხებლად მოიპოვა. პირველად იგივე 1963-1964 წლების სეზონში ათენის "პანათინაიკოსმა" მოახერხა, რომელმაც 55 წლის წინ წაუგებლად იჩემპიონა.
სუპერლიგის ბოლო ტურში პაოკ-მა „იანინა“ 2:0 დაამარცხა და 30 ტური ისე განვლო, რომ ერთხელაც არ დამარცხებულია - 26 მოგება 4 ფრე. შედეგად, „ოლიმპიაკოსს“ 5 ქულით გაასწრო და საბერძნეთის ჩემპიონის ტიტული 1985 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა.
შეგახსენებთ, პაოკ-მა საბერძნეთის ჩემპიონობა ოფიციალურად 21 აპრილს, 29-ე ტურში გაიფორმა.