კალათბურთი

23:58 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ "ბასკონიას" ულიდერა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას 30-ე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“, რომელმაც საკუთარ დარბაზში „მანრესა“ 82:71 დაამარცხა.

ვიტორიელებმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს, მეორე და მესამე პერიოდში მოპოვებული დიდი უპირატესობის ხარჯზე კი, საბოლოო წარმატებასაც უწიეს.

„ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა 24:41 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. თორნიკემ 6-დან 6 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი გააცუდა.

შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო, ხოლო მთლიანად შეხვედრაში მხოლოდ „მანრესას“ წევრ ბაგრიელ ლუნდბერგს ჩამორჩა (28). ჩაგდებული ქულების რაოდენობითაც თორნიკეს მხოლოდ ლუნდბერგმა აჯობა (14 ქულა 20-ის წინააღმდეგ).

„ბასკონიას“ კი 30 ტურის შემდეგ 23 მოგებითა და 7 წაგებით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია. მომდევნო მატჩს 9 მაისს, სტუმრად ბექა ბურჯანაძის „გიპუზკოასთან“ ჩაატარებს.

0.116586