"მანჩესტერ იუნაიტედს" ედვინ ვან დერ სარის ტექნიკური დირექტორის პოსტზე დანიშვნა უნდა. როგორც Daily Mail-ი იუწყება, ინგლისური კლუბი შეეცდება "აიაქსის" აღმსასრულებელი დირექტორი გადაიბიროს, თუმცა პრობლემას თანამდებობა ქმნის. ჰოლანდიელს ამსტერდამულ კლუბში უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედში" ექნება.
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე "მანჩესტერ იუანიტედში" 2005-დან 2011 წლამდე თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში ვან დერ სარი ინგლისის ჩემპიონი ოთხჯერ გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 2007/08 წლების სეზონში მოიგო.