საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ახალგაზრდული ნაკრების წევრები ფრიდონ აბულაძე (55 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ) და ოთარ აბულაძე (72 კგ) რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონები გახდნენ, ლერი აბულაძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ხვალ შეჯიბრების ბოლო დღეს ბექა გურული (82 კგ) და რობიზონ ესაძე (130 კგ) ფინალში არიან და ოქროს მედლისათვის იბრძოლებენ, გიორგი ქაცანაშვილი (87 კგ) ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახური