ფეხბურთი

22:53 | 4.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ვან დე ბეკით დაინტერესდა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და ამსტერდამის "აიაქსის" ნახევარმცველმა დონი ვან დე ბეკმა შესაძლოა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს. როგორც Marca იუწყება, ფეხბურთელისადმი ინტერესს მადრიდის "რეალი" იჩენს.

21 წლის ნახევარმცველმა ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე დამაჯერებელი თამაშის შემდეგ მიიპყრო. ვან დე ბეკმა მეოთხედფინალში ტურინის "იუვენტუსს" გაუტანა გოლი, ნახევარფინალში კი "ტოტენჰემთან" მოგებულ შეხვედრაში (1:0) გამოიჩინა თავი. ჯერჯერობით უცნობია ახალგაზრდა მოთამაშის სანაცვლოდ რამდენ მილიონის გადამხდელია "რეალი".

ვან დე ბეკი "აიაქსის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2016 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში დონიმ 53 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰოლანდიელის სატრანსფერო ღირებულება მიმდინარე სეზონში 14-დან 25 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.111224