ინგლისური პრემიერლიგის 37-ე ტურის მატჩში, „ტოტენჰემი“ „ბორნმუთს“ სტუმრობდა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 91 წუთზე ბორნმუთელთა „პატარა გულიტმა,“ ჰოლანდიელმა ნათან აკემ გაიტანა.
საინტერესოა, რომ ჩრდილოლონდონელებმა შეხვედრის ნახევარი ცხრა ფეხბურთელით ითამაშეს. 43-ე წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის კორეელი სონი გააძევა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი წითელი ბარათი ხუან მარკოს ფოიტმა მიიღო, რომელიც მინდორზე მხოლოდ 2 წუთის გასული იყო. მან ტობი ალდერვეირელდი შეცვალა.
მიუხედავად ამ მარცხისა, „ტოტენჰემი“ ისევ მესამე ადგილზე რჩება.