ფეხბურთი

19:00 | 4.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ექიმი: "იკერი შეიძლებოდა მომკვდარიყო, ეს იყო სრულიად მოულოდნელი შეტევა"

პორტუგალიური „პორტუს“ მეკარემ იკერ კასილიასმა რამდენიმე დღის წინ ინფარქტი გადაიტანა. ამასთან დაკავშირებითნ კომენტარი გააკეთა ნელსონ პუგამ, რომელიც ექიმია და განაცხადა, რომ იკერი შესაძლო იყო გარდაცვლილიყო.

„ეს იყო სრულიად არაპროგნოზირებადი, ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე და არც მის ოჯახში გამოვლენილა ასეთ ახალგაზრდულ ასაკში მსგავსი ფაქტი. თუ იკერს დაუყოვნებლივ არ ჩაუტარდებოდა დახმარება შესაძლო იყო გართულებებიც, როგორიცაა არითმია და მოულოდნელი სიკვდილიც კი“, - თქვა ნელსონ პუგამ.

შეგახსენებთ, რომ დიდი ალბათობით, კასილიასი საფეხბურთო კარიერას ვეღარ გააგრძელებს, მის სიცოცხლეს კი საფრთხე აღარ ემუქრება.

0.120039