ფეხბურთი

17:59 | 4.05.2019 | ნანახია 1656 - ჯერ

დრამა და საფეხბურთო გარემო წყალტუბოში - "დინამოს" წაუგებელი სერია დასრულდა
"ტორპედოდან" "ტორპედომდე"

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტური სუპერმატჩით გაიხსნა, რომელსაც წყალტუბომ უმასპინძლა. ქუთაისის „ტორპედო“ ამჯერად საშინაო მატჩებს „26 მაისის“ სტადიონზე ატარებს და მისი მეტოქე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ბათუმის „დინამო“ იყო.

აჭარლებმა საწყისი ორი წაგების შემდეგ მიჯრით 8 თამაში ჩაატარეს წაუგებლად (7 მოგება, 1 ფრე) და ბუნებრივია, ასეთი დიდებული სერიის შეწყვეტა არ სურდა. თამაში კი დიდებული გამოვიდა. თამაშიც და ატსმოფეროც.

ტრიბუნები ლამის პირთამდე გაივსო და მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო ამინდი არ ყოფილა, „ტორპედოსა“ და „დინამოს“ ქომაგებმა მორიგი ლამაზი საფეხბურთო გარემ შექმნეს. ფეხბურთელებსაც გადაედოთ ეს ყველაფერი და მშვენიერი თამაში გამოვიდა.

ნოდარ ქავთარაძემ მალევე, მესამე წუთზე გახსნა ანგარიში და „ტორპედო“ უმალვე დაწინაურდა. 28-ე წუთზე კი ქავთარაძემ დუბლი შეასრულა, გოლი კი დიდებული გამოვიდა და მიხეილ ალავიძემ თავისი გუნდი ვერ გადაარჩინა. კახა ჩხეტიანის გუნდმა სერიოზული უპირატესობა მიიღო, მაგრამ ბათუმის „დინამომ“ მიმდინარე სეზონში არაერთხელ დაამტკიცა, რომ ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა და ახლაც ასე მოხდა. პირველი ტაიმის ბოლოს საჯარიმოში მამუკა კობახიძემ ხელით ითამაშა და ნიკოლ საბანაძემ პენალტი უნაკლოდ შეასრულა.

მეორე ნახევარში სტუმრებმა უპირატესობა მოიპოვეს და 61-ე წუთზე გაათანაბრეს კიდეც. სწრაფი იერიშის შემდეგ საბანაძემ ჯოვინო ფლამარიონი ისეთ პოზიციაში დატოვა, რომ გოლის გატანას წინა აღარაფერი ედგა - 2:2.

თუმცა, ეს ყველაფერი არ ყოფილა. იმერლებმა თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გამარჯვების გოლი მაინც გაიტანეს. ლევან გეგეჭკორის ფლანგური გადაცემის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ მეორე სართულზე შესანიშნავად ითამაშა და როგორც გაირკვა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამრიგად, ბათუმელთა 8-მატჩიანი წაუგებელი სერია წყალტუბოში დასრულდა. სხვათა შორის, აღნიშნული სერია სწორედ „ტორპედოსთან“ მარცხის შემდეგ დაიწყო და „ტორპედოსთან“ წაგებითვე დასრულდა. სხვაგვარად ასე შეგვიძლია ეს ფაქტი დავასათაუროთ - "ტორპედოდან" "ტორპედომდე"...

მიუხედავად წაგებისა, „დინამო“ 22 ქულით ისევ ლიდერია (ყოველშემთხვევაში იქამდე, სანამ „საბურთალო“ ამ ტურის თამაშს ჩაატარებს), ხოლო „ტორპედო“ იქვეა და ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება.

„ტორპედო“ – „დინამო“ (ბთ) 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 ქავთარაძე (3), 2:0 ქავთარაძე (28), 2:1 საბანაძე (45, პენ), 2:2 ფლამარიონი (61), 3:2 ზივზივაძე (80)


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:00 | 05.05.2019
lagashi (6738)

გასული 2 სეზონი საკმაოდ უღიმღამო იყო, თითქოს თავიდანვე ცნობილი ხდებოდა 1 ან 2 გუნდი ვისაც ჩემპიონობის რეალური ამბიცია ჰქონდა. აი წელს კი სულ სხვა ამბავია ოღონდ ტელევიზიები რას აშუქებენ თუ გაშუქებას გვპირდებიან?! მაინცდამაინც თბილისიდან არ გინდათ გასვლა?

00:05 | 05.05.2019
ბაბუს კუნთები (49)

მოკლედ ხარისხი თუ არა, ინტრიგა ცოტატი გაჩდა ჩემპიონატში. ალბათ დაძაბულობა ცოტა ხარისხსაც აწევს. ყველაფერი ევრო ტურნირებზე გამოჩდება....

22:01 | 04.05.2019
ქართული სპორტის გულშემატკივარი (38)

ბევრჯერ მითქვია და ეხლაც ვიმეორებ: ქართული ფეხბურთი, ფეხბურთის წესების არ მცოდნე ხალხის ხელშია! რაც დღეს შეიძლება მომხდარიყო ("ტორპედო"-"დინამო" ბთ.) თამაშის დროს, თამაშში მონაწილე არცერთმა, არც გუნდების ადმინისტრაციის წარმომადგენელმა და არც მოთამაშეებმა არ იცოდნენ. მსაჯ ხარიტონაშვილზე არც არაფერია სალაპარაკო, რადგან ის მსაჯობს იმას რაც ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ მომხდარა და ახალი წესები, რომ უნდა შეისწავლო და იცოდე ამაზე ხარიტონაშვილი კი არადა ფედერაცია არ ზრუნავს. იმიტომაც არის ქართველ მსაჯს არ უმსაჯია წლებია ევროპაში, სადაც ლატვიელი, ლიტველი აზერბაიჯანელი და სხვა არასფეხბურთო ქვეყნების წარმომადგენლები მსაჯობენ უკვე. შეგაწყინეთ ალბად თავი, გადავალ რაც უნდა შეიძლება მომხდარიყო . . . მას შემდეგ რაც ტორპედოელებმა მესამე ბურთი გაიტანეს, ბათუმის დინამოს თერთმეტივე ფეხბურთელს შეეძლობა ტორპედოს მეკარესთან პირისპირ გასვლა და თამაშის გათანაბრება, რადგან: 1. ტორპედოს არცერთი ფეხბურთელი არ იმყოფებოდა ბათუმელთა ნახევარზე, ბათუმს შეეძლო ბურთის ცენტრიდან გათამაშება. 2. ტორპედოს 10 ფეხბურთელი იმყოფებოდა ბათუმის კარის უკან თავის გულშემატკივრებთან, ბათუმს შეეძლო ბურთის გათამაშება და 11-ივე ფეხბურთელს შეეძლო მეკარესთან პირისპირ გასვლა და იოლი ბურთის გატანა. 3. ტორპედოელთა ერთი ფეხბურთელი უნდა დარჩენილიყო ბათუმელთა ნახევარზე, რომ ბათუმს არ ქონოდა ბურთის ცენტრში გათამაშების უფლება. 4. ტორპედოელთა მეკარე უნდა გამოსულიყო თავის საჯარიმოდან და უნდა გადასულიყო ბათუმელთა ნახევარზე, რომ არ მიეცა ბათუმელთათვის ბურთის სწრაფად გათამაშების უფლება. სწორედ ეს წესი არ იცოდა არც მსაჯებმა, არც ბათუმის და არც ტორპედოს არცერთმა წარმომადგენელმა, ფეხბურთელებიანად.

21:33 | 04.05.2019
ირაკლი1986 (2288)

წინ ტორპედო!

20:34 | 04.05.2019
rigeli (1147)

კლასი მაინც კლასია მალადეც ტორპედოს-----ჩემ ტორპედოს ვულოცავ გამარჯვებას

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062614