ფეხბურთი

16:34 | 4.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას ლეივამ "ლაციოსთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

რომის „ლაციომ“ და ლუკას ლეივამ ახალი კონტრაქტი გააფორმეს. როგორც რომაული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ბრაზილიელი ფეხბურთელი იტალიის დედაქალაქში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.

„ლაციო“ იტყობინება, რომ ლუკას ლეივასთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდა“, - წერს „არწივების“ ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 33 თამაში თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. აქვე გეტყვით, რომ ლუკას ლეივა „ლაციოში“ 2017 წლის ზაფხულში „ლივერპულიდან“ გადავიდა.

0.118699