ფეხბურთი

15:18 | 4.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი შესაძლოა "გალათასარაიში" დაბრუნდეს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი შესაძლოა სტამბოლის „გალათასარაიში“ დაბრუნდეს. Bild-ის ცნობით, თურქული გრანდი ფრანგი ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესებულია.

რიბერი ზაფხულში „ბაიერნს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რადგან მხარეებს შორის კონტრაქტი იწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებენ. აქედან გამომდინარე შესაძლოა ფრანგი „ლომების“ წევრი ისევ გახდეს.

რიბერი „გალათასარაიში“ 2004-2005 წლების სეზონში თამაშობდა და 17 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო. 35 წლის ფეხბურთელს ყატარული „ალ-სადი“, საუდის არაბეთისა და ავსტრალიის გუნდებიც ეპატიჟებიან.

შეგახსენებთ, რომ ფრანკ რიბერი „ბაიერნის“ ღირსებას 2007 წლიდან მოყოლებული იცავს და ამ პერიოდში „რეკორმდაისტერის“ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.

0.117001