არგენტინის სუპერთასის გამარჯვებული "ბოკა ხუნიორსი" გახდა. არგენტინის ჩემპიონმა თასის მფლობელი "როსარიო სენტრალი" პენალტების სერიაში 6:5 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში სუპერთასი პირველად მოიგო. არგენტინაში აღნიშნული რანგის დაპირისპირება 2012 წლიდან იმართება.
"ბოკა ხუნიოსს" არგენტინის ჩემპიონატი 33-ჯერ აქვს მოგებული. ასევე, კლუბის პირვლმა გუნდმა სუპერთასის გარდა თასი სამჯერ მოიგო, კოპალიბერტადორესის გამარჯვებული კი ექვსჯერ გახდა.