საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ყაზახური "ტობოლის" ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ტრავმირებულია და დაახლოებით ორი კვირა იუქმებს. ამის შესახებ Наша газета წერს.
"ტაბოლის" სამედიცინო შტაბმა ჯაბას მარცხენა მუხლის დაზიანების დიაგნოზი დაუსვა, ამ მიზეზით კანკავას ყაზახეთის პრემიერლიგის მე-8 ტურის მატჩი „ორდაბასის“ (1:1) წინააღმდეგ გაუცდა.
მიმდინარე სეზინში ქართველმა ფეხბურთელმა 7 თამაში ჩაატარა. აღვნიშნავთ, რომ ამჟამად "ტობოლი" სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს.