კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. არგენტინელმა უეფას ვებგვერდზე დასრულებულ გამოკითხვაში გულშემატკივართა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
მესიმ „ლივერპულთან“ (3:0) მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ამავე მატჩში „ბარსას“ მაისურით მე-600 გოლი გაიტანა.
საერთო ჯამში, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მესის 9 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე პასი მიითვალა.