ფეხბურთი

16:11 | 3.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის სიმბოლური

უეფას ვებგვერდმა ევროპა ლიგაზე პირველი ნახევარფინალური მატჩების შემდეგ კვირის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

საუკეთესო 11 ფეხბურთელში ლონდონის „არსენალის“ დომინირებაა, რომელიც სიმბოლურში 5 მოთამაშითაა წარმოდგენილი, ხოლო მეორე ლონდონური გუნდ „ჩელსიდან“ 4 ფეხბურთელი მოხვდა.

ევროპა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები ასეთია:

მეკარე: კევინ ტრაპი („აინტრახტი“)

მცველები: ემერსონი („ჩელსი“), დავიდ ლუისი („ჩელსი“), მუხტარ დიახაბი („ვალენსია“), შეად კოლაშინაცი („არსენალი“)

ნახევარმცველები: ნათანიელ-ნაილსი („არსენალი“), გრანიტ ჯაკა („არსენალი“), ლოფტუს-ჩეკი („ჩელსი“), პედრო („ჩელსი“)

თავდამსხმელები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი („არსენალი“), ალექსანდრ ლაკაზეტი („არსენალი“)

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში „აინტრახტი“ და „ჩელსი“ (1:1) დაზავდნენ, ხოლო „არსენალმა“ „ვალენსია“ (3:1) დაამარცხა.

0.106777