2019 წელს უიმბლდონის ტურნირის საპრიზო ფონდი წინა წელთან შედარებით 11.8%-ით გაიზარდა და 38 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, აღნიშნულ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ერთეულთა თანრიგის გამარჯვებულებს 2.3 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაეცემათ, რაც წინა წელთან შედარებით 4.5%-ით მეტია.
უიმბლდონის ტურნირი 1 ივლისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.