კალათბურთი

12:23 | 3.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კარი „ჰიუსტონთან“ მესამე მატჩში ითამაშებს

„გოლდენ სტეიტი“ „ჰიუსტონთან“ სერიის მესამე შეხვედრაში სტეფ კარი ითამაშებს.

მეორე მატჩში კარიმ თითი ამოიგდო. „მეომრების“ თავკაცის განცხადებით გამთამაშებელმა ვარჯიშზე სრული დატვირთვით ივარჯიშა და მას დისკომფორდი არ ქონიაო.

მეორე მატჩში კარიმ ტრავმის გამო ვეღარ გააგრძელა, თავიდან გავრცელებული ინფორმაციით სტეფს მოტეხილობა ჰქონდა, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

სერიას „გოლდენ სტეიტი“ „ჰიუსტონს“ 2:0-ს უგებს. მესამე შეხვედრა ტეხასში 5 მაისს თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.

0.13012