ფეხბურთი

10:53 | 3.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: „იტალიაში კლოპს და პოჩეტინოს დიდი ხანია დახოცავდნენ“

„სკუადრა აძურას“ მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, იტალიური კლუბები გააკრიტიკა მოუთმენლობისთვის და საილუსტრაციოდ იურგენ კლოპისა და მაურისიო პოჩეტინოს მაგალითები მოუყვანა.

„იტალიაში მოთმინება არავის ყოფნის. უცებ უნდათ შედეგის მიღება. აბა შეხედეთ კლოპის „ლივერპულს“ და პოჩეტინოს „ტოტენჰემს.“ ეს გუნდები ინგლისის ჩემპიონატის ლიდერები გახდნენ. მათი თამაშის ცქერა, ერთი სიამოვნებაა. ისინი წლიდან წლამდე იზრდებიან. მართალია, ტიტულები ჯერ არ მოუპოვებიათ, მაგრამ ინგლისში სჯერათ, რომ წარმატება აუცილებლად მოვა და მწვრთნელებს მშვიდად მუშაობის საშუალებას აძლევენ. იტალიაში კლოპს და პოჩეტინოს დიდი ხანია დახოცავდნენ.“ - ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.

0.11613