ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ჩავი ერნანდესი კარიერას ასრულებს. ამის შესახებ ყატარული „ალ-სადის“ ფეხბურთელმა თავად განაცხადა და თქვა, რომ საფეხბურთო კარიერაში ბოლო თამაშებს ატარებს.
„მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში ჩემი დაუვიწყარი კარიერის ბოლო მატჩებს ჩავატარებ. 21 წელი, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მამოგზაურა. ყატარში გამარჯვება იდეალური ფინალი იქნება. 39 წლამდე ფეხბურთის თამაში პრივილეგიაა, ახლა მინდა, რომ სეზონი მაქსიმალურ სიმაღლეზე დავასრულო, მოვიგო თასი და კვალივფიცირდეთ აზიის ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში.
ეს ჩემი ბოლო სეზონია ფეხბურთელის რანგში, მაგრამ მინდა ფეხბრუთში დავრჩე და მწვრთნელობის კურსები უნდა გავიარო. ჩემი სტილი არის ის, რაც იოჰან კრუიფისგან ლა მასიას გავლენით ვისწავლე“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ ჩავიმ კარიერის საუკეთესო წლები „ბარსელონაში“ გაატარა, რომლის რიგებშიც ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მათ შორის, ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ და სამჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ესპანეთის ნაკრებში ორჯერ ევროპის, ხოლო ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.