ფეხბურთი

14:51 | 2.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ ჰინტერეგერი: „ჩელსის“ დამარცხებას და ფინალში გასვლას ვეცდებით“

ფრანკფურტის „აინტრახტის“ მცველმა, მარტინ ჰინტერეგერმა, „ჩელსისთან“ ევროპა ლიგის პირველი ნახევარფნალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიმდინარე გათამაშებაში „ჩელსიზე“ ძლიერ გუნდთან ჯერ არ უთამაშიათ.

„ჩელსი“ ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეა, მათ შორის, ვისთანაც ევროპა ლიგის მატჩებში გვითამაშია. თუმცა, „შახტარს,“ „ინტერს“ და „ბენფიკას“ მოვუგეთ, რაც ჩვენს მაღალ კლასს ადასტურებს. ამიტომ, ლონდონელების დამარცხებას და ფინალში გასვლას ვეცდებით.

აზარის დონის ფეხბურთელებთან პირისპირ თამაში სახიფათოა, ამიტომ ერთმანეთის დახმარება დაგვჭირდება. გუნდურად უნდა დავიცვათ თავი.“ - ციტირებს ავსტრიელის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

ევროპა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი დღეს, 2 მაისს გაიმართება მაინის ფრანკფურტში. „კომერცბანკ არენაზე“ შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.112887